2020-07-09 20:15:40, 4314 ნახვა
სამართალი
შსს-ს განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა
შსს-ს განცხადებით, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,