|
2020-07-09 14:07:14, 3434 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - კონგრესმენების ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო
კონგრესმენების ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ადრეც არსებობდა, სადაც ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, თუმცა არაფერი დადასტურებულა. „ერთმა ჯგუფმა კონგრესმენების შეიტანა რეზოლუცია, მაგრამ სიცრუეა ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა. მითუმეტეს, კონგრესსაც არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ სერიოზულია და გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა ასული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რასაც აშშ გვიწევს, მათ შორის კონგრესმენების გადაწყვეტილებების საფუძველზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)