00:19 - 22 Jul, 2026
|
2020-07-04 12:34:16, 4222 ნახვა
პოლიტიკა
ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატიის პრინციპები - კახა კალაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატიის პრინციპები. „ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები. ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების კუთხით უწევს. ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას! ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - წერს კახა კალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)