15:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 20:07:25, 3424 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გორში პოლიციელის  განზრახ მკვლელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გორში  პოლიციელის  განზრახ მკვლელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეს  ჰ.დ.-ს  ბრალდება წარუდგინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც  დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში გორის პოლიციის თანამშრომელი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელი ჰ.დ პოლიციელის სახლში მდგმური იყო, პოლიციელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს.  გამოძიება ისევ გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics