21:38 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 12:50:53, 3843 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს საკუთარ თავზე ირგებს, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები და გაყალბება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს საკუთარ თავზე ირგებს, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები და გაყალბება.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ირგებს საკუთარ თავზე, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები, კვლავ შეძლოს გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და კიდევ უფრო ზღუდავს მედიის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ და ჩვენ ყველანაირად მივიტანთ ჩვენს აზრს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics