21:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 11:21:43, 18098 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს. მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევებია და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22 კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ასევე სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება პროგრესირება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics