|
2020-06-29 22:20:19, 1729 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - რადიკალურ ოპოზიციას მძიმე მდგომარეობა შექმნას სურს
რადიკალურ ოპოზიციას მძიმე მდგომარეობა შექმნას სურს , - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესიდან დღემდე დასავლური პარტნიორები და ფასილიტატორები ჩვენთან ერთად საქმის ბოლომე დასრულებაში ჩართულები არიან, თუმცა ოპოზიცია აირია. „ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, საერთოდ, საარჩევნო ატმოსფეროს გაჯანსაღების თემას ეხება, თუ როგორი უნდა იყოს გარემო არჩევნების დროს , არჩევნების წინა პერიოდში. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იყო და ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები ამ პროცესში მონაწილეობდნენ. ამ პროცესებში დასავლელი პარტნიორები ჩართულნი არიან, ფასილიტატორები ანუ მოლაპარაკებების ხელშემწყობები თავის როლს ასრულებენ, ერთობლივი განცხადებებებია ცალკე აშშ-ის და გერმანიის. მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია აირია. ყველა არა, რადგან ახალი ოპოზიცია კონსტრუქციული კუთხით გამოჩნდა. მხედველობაში მყავს „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო" და ზოგადად, სატელიტი პოლიტიკური პარტიები. ძალიან მძიმე მდგომარეობა უნდათ, რომ შექმნან და შექმნილია კიდეც ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პოლემიკა. სხვა სიბრტყეში გადავედით“ , - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)