|
2020-06-29 20:39:21, 1601 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე - ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ
„ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქართული მხარე მეტს ვეღარ ჩაერევა. „გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთო - იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც, რადგან ამ საკითხზე შეთანხმებულები ვართ. ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში ტავის პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში 2019 წელს მოკლული იპოვეს. პროკურატურამ დამნაშავე 18 ივნისს დააკავა და მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა. რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთი ელჩი დაიბარეს, ელჩმა ახალი სანქციების დაწესებას საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)