10:23 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 12:32:49, 1635 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მივმართავ ოპოზიციას, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

მივმართავ ოპოზიციას, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გუშინ, გამოჩნდა, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მმართველი გუნდი და ამასთანავე, ოპოზიციის ნაწილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კენჭისყრაზე უარი, ნიშნავს, რომ ისინი მომავალში ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას და საზოგადოებას ექნება უნდობლობა, მათ მიმართ.

„გუშინდელმა კენჭისყრამ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციაშიც ჰყავს პასუხისმგებლიანი ადამიანები.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში, ამიტომ, კითხვები ბევრი ჩნდება და თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია იმაზე არ არის მზად, რომ ოპოზიციიდან აღებული თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რაც მინიმალურში გამოიხატება, რომ სხდომებში მიიღონ მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოაცხადონ იმაზე, რაც მათ უნდათ, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ეს ორი პარტია მომავალში ვერაფერზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას ტოტალური უნდობლობა ექნება მომავალში იმ პარტიების მიმართ. კიდევ ერთხელ მივმართავ, გააცნობიერონ პასუხისმგელობა, რაც აქვთ აღებული, მიიღონ მონაწეილეობა სხდომებში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics