10:23 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 10:58:50, 1721 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ კარპენტერი - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება საფუძვლიანი მოთხოვნაა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი და ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება საფუძვლიანი მოთხოვნაა.

მისი თქმით, რურუა უნდა გათავისუფლდეს.

„ვფიქრობ, საქართველოშიც ვხედავთ იგივე დონის ღრმა პოლარიზაციას,როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში. პოლარიზაცია ხშირად დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის მხარეებს პარტიული ომისკენ უბიძგებს და აქრობს ან ასუსტებს დემოკრატიული შემოწმებისა და ბალანსის სისტემას. მაგრამ ამასთან ერთად, ვიტყოდი, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს წინ, რომ ოქტომბრის არჩევნები გამართოს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში და საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს, როგორც დემოკრატიული ლიდერი რეგიონში. მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში პოლარიზაცია ბევრ სხვადასხვა მიმართულებაშიგამოიკვეთა“, - განაცხადა კარპენტერმა ინტერვიუში.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულის მიუხედავად მაინც შეინიშნება პროგნოზი, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითში, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

„ორივე მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვის და კომპრომისის მონახვის სურვილს. ის, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის, ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი სისტემის ქონის საშუალებას იძლევა. ამ ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდა - და მე ამის იმედი მაქვს - ვფიქრობ ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება, რაც ყველას სურვილია“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ კარპენტერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics