18:52 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 13:33:48, 1436 ნახვა

პოლიტიკა
კვიციანი - სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და ქუდზე კაცი არ გამოვა

სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და ქუდზე კაცი არ გამოვა  , -  ამის შესახებ ემზარ კვიციანმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილება აუცილებელია, თუმცა ხმის მიცემას არ აპირებს თუ სამართლიანობის გარანტი არ ექნება.

„განხილვის დროს, ბატონო ირაკლი, არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაღაც ჩამატებები მოხდეს, მაგალითად არჩევნები რომ გავხადოთ სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ ერთი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს სჯობს. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში ისე, როგორც არ ჩატარებულა არასოდეს სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ოდნავ საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი“,- განაცხადა კვიციანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics