|
2020-06-19 14:53:29, 1672 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს, პანდემიის შეკავებასა და კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში მსოფლიო აღიარებს
მსოფლიო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტული ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში არის ძალიან პოზიტიური შეფასებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის შეინ როზენტალის ბლოგის შეფასებისას განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამგვარი განცხადებები მისასალმებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ შეძლო, საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაენახებინა ის კონკრეტული ქმედებები და გეგმები, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა. „აქვე ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და ქვეყანაში არსებულმა ფისკალურმა წესრიგმა საშუალება მისცა ყველა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას, ძალიან დროული და სწრაფი გადაწყვეტილებები მიეღო იმისათვის, რომ დახმარებოდა ქართულ ეკონომიკას. საერთო ჯამში, ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი შედეგები. ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეგვეჩერებინა კოვიდ-19, არამედ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონოდა რაც შეიძლება ნაკლები ეფექტი ეკონომიკაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეგვძლებოდა დავბრუნებულიყავით ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რეჟიმში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)