21:04 - 12 May, 2026
|
2020-06-16 11:13:36, 13725 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 31 პაციენტი მკურნალობს, 10-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 31 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, 10-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. „20 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 10 ჩვენი ცენტრიდანაა. გუშინ ათივე მათგანმა დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე 31 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. რჩება 1 მძიმე პაციენტი, რომლის დინამიკაც დადებითია. ვიმედოვნებთ, რომ ხვალიდან შესაძლებელი იუქნება, რომ ისიც ამოღებულ იქნას მძიმე პაციენტთა სიიდან. ამის შემდეგ დაგვრჩება მხოლოდ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)