2020-06-16 10:20:18, 1662 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურიავრცელებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან