|
2020-06-12 14:40:59, 1922 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა
„აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად მიმდინარე წარმატებულ პროექტს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომლის ფარგლებში უკვე მომზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, ხოლო დარჩენილი 3 ბატალიონის აღჭურვა და მომზადება დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს. მინისტრის განცხადებით, ამ პროექტმა სრულიად ახალ ეტაპზე გაიყვანა ქართული ჯარის მომზადების ხარისხი და ის ბევრად მაღალია, ვიდრე წინა წლებში. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეშვეობით, თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა არა მარტო მოამზადოს ქვედანაყოფები ეროვნული მისიების შესასრულებლად, არამედ სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრმა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად მოიყვანა აშშ-საქართველოს ერთობლივი პროექტი - საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნა და სრულყოფა. „ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სრულყოფა და შედეგად, მსოფლიო დონის საწვრთნელი გარემოს შექმნა, სასწავლო რაიონებითა და ობიექტებით. ნატოს სტანდარტის ცენტრი მხარს დაუჭერს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, მრავალეროვნული სწავლებების და საერთაშორისო მისიებში გადასროლისწინა მომზადებების ჩატარებას და მზადყოფნაზე ორიენტირებული წვრთნების ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს უმასპინძლებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)