|
2020-06-09 12:32:03, 2193 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ერთია, როგორ იგებს ოპოზიცია კონკრეტულ მესიჯებს და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ ოქტომბერში უპრეცედენტოდ გამჭირვალე არჩევნები გვქონდეს. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან, სპეკულაციებით ისევ დაკავდებიან. „ერთია - როგორ იგებს ოპოზიცია კონკრეტულ მესიჯებს და მეორეა, რა ხდება ხოლმე სინამდვილეში. რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ნებაც, გადაწყვეტის გზებიც, გადაწყვეტის გეგმებიც და სურვილი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს ოქტომბერში ჩატარებული უპრეცედენტოდ გამჭირვალე არჩევნები, სადაც კითხვის ნიშნები იქნება ნაკლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან ხოლმე, დასვამენ კითხვებს. ჩვენი ოპონენტები დაკავდებიან სპეკულაციებით და მოლოდინი ჩვენ სხვაგვარი არ გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)