|
2020-06-08 23:03:28, 2901 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- უხერხულია ჯარს დაამადლო თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედროების წახალისების საკითხს კვლავ შეეხო. როგორც ირაკლი ღარიბაშილი განმარტავს, სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმად ითვლება და თუ როგორ დახარჯავს თანხებს, ეს თავად იცის. „მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც ვხარჯავ. ძალიან კარგად ვიცი, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან წასახალისებელ საჩუქარზე გადაწყვეტილება დეკემბრის თვეში მიიღო, როცა პანდემია ჯერ დაწყებულიც არ იყო. „თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით 250 000 ლარი. ცნობილ ქართველ დიზაინერს ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც გამორჩეულია თავის კრეატიულობით, ნიჭით, ვთხოვე, კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შექმნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა ემოციური „ფეისბუქპოსტი“ და მინდა, მას ასეთი გულწრფელობისთვის მადლობა გადავუხადო. ასე მოხდა შესყიდვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)