02:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 11:44:40, 2838 ნახვა

რეგიონი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა

არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, მისივე მოგვარე ძმები ცივი იარაღით დაჭრა.

აღნიშნული შემთხვევა სოფლის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

მათი თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა, რა დროსაც ორ პირს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულები ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ორივე მათგანი თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics