|
2020-06-05 19:59:45, 3175 ნახვა
კომენტარი
თამარ არჩუაძე- ვიწყებთ ქუთაისის აეროპორტის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID 19 პანდემიის გამო დროებით შეფერხებული იყო
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მალე საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს“, - ამის შესახე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა თამარ არჩუაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას განაცხადა. გიორგი გახარია დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. "დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. დასრულდა ასევე, ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთება დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, 4 სართულიანი აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის", - განმარტა თამარ არჩუაძე. აეროპორტში სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დაკვეთით სამშენებლო კომპანია "ანაგმა“ განახორციელა. შპს "ანაგის" მიერ ასევე, დასრულებულია აეროპორტის შიდა ტიხრების და მოჭიმული იატაკის მოწყობის სამუშაოებიც. „პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები. საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)