|
2020-06-05 17:29:36, 2977 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს, რომ სახელმწიფოს სამსახურში მოსვლისას შემოსავალი აკლდება
რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად შევსებულია. „ქონებრივი დეკლარაცია, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?" - აღნიშნა გახარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა 2015 წლის შემდეგ, გახარიამ დადებითი პასუხი გასცა. „ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. მოსახლეობა არ გაღარიბებულა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს. არ არის მორალური, როცა ასეთ კითხვას ღიმილით სვამთ, ესეც ამორალურია. გულწრფელად გეუბნებით ყველანაირი პირადულის გარეშე, რადგან სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)