02:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 14:39:40, 3686 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ფურტიოში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილე ომარ ტაკიძესთან ერთად ფურტიოში იმყოფებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს:

ფურტიოს ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფანჩატური, სველი წერტილი, გარე განათება, საყრდენი კედელი, გაზონი.გზის სავალ ბილიკებზე დაეგება ბეტონის საფარი, ტერიტორია მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადს. სამუშაოებს შპს ,,მარეთი 777“ ასრულებს. პროექტზე 63.771 ლარამდე დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხის, ლითონის მოაჯირის, დეკორატიული ბილიკებისა და ხელოვნური საფარის მოწყობას. მოედანი აღიჭურვება ატრაქციონებით. სამუშაოებს შპს ,,თამუნა" ახორციელებს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 599 ლარია.

დასრულდა

საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა თეონა ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერს საწინააღმდეგო ზონაში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით განხორციელდა.

პროექტები, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით სრულდება.

სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics