02:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 15:40:36, 4304 ნახვა

რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მინისტრთა კაბინეტისა და სილეზიის სავოევოდოს წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მინისტრთა კაბინეტისა და სილეზიის სავოევოდოს წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის, სილეზიის სავოევოდოს მარშალის იაკუბ ჩელსტოვსკისა და სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარის, იან კავულოკის ინიციატივით გაიმართა, მხარეებმა რამდენიმე საკვანძო თემა განიხილეს. მათ შორის, პანდემიის პირობებში არსებული მდგომარეობა და მეწარმეთა მხარდაჭერის ინიციატივები.

ვიდეოკონფერენციაში აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ მიიღეს მონაწილეობა. მხარეებმა ტურიზმის, ავიაციისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

შეხვედრას ზემო სილეზიიდან ესწრებოდნენ სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიჩეხ ქაუჟა, სილეზიის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი მარია მათერლა, ზემო სილეზიის მეწარმეთა განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ბოგდან თრაჯიქი, ზემო სილეზიის სავოევოდოს მეწარმეთა განვითარების სააგენტოს, მედსილეზიის ჯგუფის ხელმძღვანელი იზაბელა ჩერემჰა,კატოვიცეს აეროპორტის დირექტორი პაველ ვოჟდა, სილეზიის საავიაციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ქშიშტოფ ქრისტოვსკი და ზემო სილეზიის ფონდის დირექტორი ქრისტიან სტენფინი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics