|
2020-06-04 13:38:14, 2604 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით
მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით თბილისის ოლქებში, საჭიროა ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავდეს. „აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობაში და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ მივდივართ თანამშრომლობისა და ერთიანობის გზით და გაცნობიერებული გვაქვს , რომ მტერს დიდი ფინანსური რესურსები აქვს, არის მავნებლური საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში და ამის გადატეხვის ერთადერთი გზა არის ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთიანობა“, - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)