|
2020-06-04 09:57:56, 2795 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო
„ქართული ოცნების" გუნდისთვის ადამიანის უფლებები იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სიკეთე, რის დაცვასაც უნდა ვემსახურებოდეთ, - ამის შესახებ ტვ „პირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპული სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს იმ საქმეების განხილვა, რომლებიც 2012 წლამდე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებს ეხება. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო, რათა იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც იქნა დაღრვეული, გადაგვეხადა კომპენსაცია. რა თქმა უნდა, ვერანაირი კომპენსაცია ვერ იქნება იმ უფლების აღმდგენი, რა უფლებაც მათ შეელახათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. რაც შეეხება მუხლებს, მისი თქმით, საუბარია სიცოცხლის ხელყოფაზე, წამებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე. „ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის არცერთი ოპოზიციური ჯგუფი არ დასწრებია ამ საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე. 2012 წლამდე 2800 საქმე იყო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან 2019-2020 წლებშია გამოტანილი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მაგალითად, „ციხის ბუნტის" საქმეს, ვაზაგაშვილის და შანავას საქმეს, რომელთაც ოპიზიცია წარსულს უწოდებს. კიდევ არაერთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)