|
2015-08-25 12:07:44, 1074 ნახვა
სხვადასხვა
გიგლა აგულაშვილი ფოთელ მეთევზეებს შეხვდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ფოთელ მეთევზეებს შეხვდნენ. როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ფოთის გამგეობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოთელ მეთევზეთა მხრიდან რამდენიმე საკითხი იქნა დასმული: ლიცენზირების, ქვოტების განაწილების, ბადეებისა და თევზსაჭერი სიღრმეების განსაზღვრის, თურქ მეთევზეებთან ურთიერთობის, ქართული თევზჭერის სფეროსათვის პრეფერენციების მიღებისა და თევზსაჭერი ფლოტის განვითარების თაობაზე. მათივე ინფორმაციით, მინისტრი გაეცნო თევზჭერის სფეროში არსებული პრობლემებს, თევზის მოპოვების საკითხებს და ფოთელ მეთევზეებს კოოპერირების ფორმა შესთავაზა, რომელიც გონივრულ ჩარჩოებში ჩასვამს და გაამარტივებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან, პარტნიორებთან, ინვესტორებთან და გაზრდის კონკურენტუნარიანობას.მთავარი ამოცანაა შიქმნას პრიორიტეტული მოდელი, რომელიც ერთნაირად ხელსაყრელი იქნება სახელმწიფოსათვის, ქართული ეკონომიკის, ქალაქისა და უშუალოდ თევზჭერის ბიზნესით დასაქმებულთათვის, რადგან ისეთი აკვატორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა დაუშვებელია თევზჭერა განუვითარებელი იყოს. ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ მხარი დაუჭირა მინისტრის შემოთავაზებას კოოპერირების შესახებ, რაშიც სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი კონსულტაციებს გაუწევს ფოთელ მეთევზეებს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)