23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 01:22:38, 5948 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი გუბერნატორებს - პროტესტის მონაწილეები ზედ გადაგივლიან და გამოჩნდებით როგორც ჩლუნგები

დღევანდელ სატელეფონო კონფერენციაში, რომელშიც სპეცსამსაცურების შეფებიც მონაწილეონდნენ, პრეზიდენტმა სასტიკად გალანძღა რამდენიმე გუბერნატორი. - ამის შესახებ "ფოქსნიუსი" წერს.
“თქვენ უნდა იყოთ დომინანტები. თუ ასე არ იზამთ, ტყუილად დროს დახარჯავთ. ისინი ზედ გადაგივლიან და გამოჩნდებით როგორც ჩლუნგები. თქვენ უნდა
იყოთ დომინანტურ პოზიციაში. დააპატიმრეთ ის ხალხი, ჩააყუდეთ ციხეში 10 წლით და ეს აღარ განმეორდება. ჩვენ ამას ვახორციელებთ ვაშინგტონში და გავაკეთებთ ისეთსაც, რაც ხალხს ჯერ არ უნახავს", უთხრა FOXNEWS-ს თეთრი სახლის წარმომადგენელემა, რომელიც ამ ტელეკონფერენციაში იყო ჩართული.
პრეზიდენტმა მკაცრი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და ფილადელფიის თავკაცებს.
პრეზიდენტმა გუბერნატორებს მოუწოდა ეროვნული გვარდიის დროული ჩართვისაკენ. ტრამპს მიაჩნია, რომ მინეაპოლისში გვარდიის დროულმა მოხმობამ განმუხტვის დაწყება განაპირობა.
თქვენ სულელებად წარმოაჩენთ საკუთარ თავს, როდესაც დროულად არ უხმობთ ეროვნულ გვარდიას, რათა ქუჩებში ძალა გამოჩნდეს და მოხდეს დეესკალაცია, უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა გუბერნატორებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics