23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 22:53:26, 3830 ნახვა

მსოფლიო
NASA და SpaceX-მა კოსმოსში ასტრონავტები გაუშვა - პირდაპირი ეთერი

ნასას ასტრონავტები ამერიკის მიწიდან ამერიკული რაკეტით გაემგზავრებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ორ ასტრონავტს კოსმოსში ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ კაფსულა „ქრიუ დრაგონი“ ით წაიყვანს. - გაფრენა რამდენიმე წუთში მოხდება "ექსპრესნიუსზე" საშუალება გაქვთ მას პირდაპირ ეთერში უყუროთ.
კაფსულის გამოყოფის შემდეგ, რაკეტა „ფალკონ 9“ კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ტივტივაზე დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაამგზავრებენ.
კაფსულაში ისხდებიან 49 წლის რობერტ ბენკენი და 53 წლის დაგლას ჰარლი. ორივე მათგანი გამოცდილი ასტრონავტია; 2000 წლიდან ისინი ნასას ასტრონავტები არიან. ჰარლი იყო შატლ „ატლანტისის“ უკანასკნელი ფრენის პილოტი.

„სფეის იქსის“ კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა
ცხრამეტი საათის შემდეგ, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასხდებიან, სადაც მათ ორი რუსი და ერთი ამერიკელი ასტრონავტი დახვდება.
28 მაისს NASA-მ და SpaceX-მა უამინდობის გამო კოსმოსში ასტრონავტების გაშვება გამგზავრებამდე 14 წუთით ადრე გადადეს.
2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტებს პირველად გაუშვებენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics