|
2020-05-29 22:43:00, 3988 ნახვა
მსოფლიო
მინეაპოლისში პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი პროტესტი გრძელდება
მინეაპოლისში, დემონსტრანტები მესამე ღამის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ პოლიციის სპეცრაზმს, რომელიც მათ ცრემლსადენი გაზით პასუხობდა. მწვავე პროტესტის მიზეზი შავკანიანი მამაკაცის სიკვდილი გახდა. მთელი ამერიკის მასშტაბით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაკავებული შავკანიანი მამაკაცი, რომელიც პირქვე წევს და მძიმედ სუნთქავს. თეთრკანიან პოლიციელს კი მუხლი მის კისერზე რამდენიმე წუთის მანძილზე აქვს დაბჯენილი. შემთხვევის შემსწრემ ვიდეო ორშაბათ საღამოს ჩაიწერა, როდესაც ხელბორკილდადებული, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი, სახით ქვემოთ იწვა, შველას ითხოვდა და იმეორებდა: "გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ". ამის შემდეგ კი მოძრაობა შეწყვიტა. მოძრაობა შეწყვიტა.
საპროტესტო აქცია მინეაპოლისში ძარცვის და ვანდალიზმის თანხლებით მიმდინარე დემონსტრაციების მეორე დღის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, პროკურორებს დაჟინებით მოუწოდა, თეთრკანიანი პოლიციელისთვის სისხლის სამართლის ბრალი წაეყენებინათ. "რატომ არ არის ჯორჯ ფლოიდის მკვლელი ციხეში" - იკითხა მან პრესკონფერენციაზე. "თქვენ ან მე ეს რომ ჩაგვედინა, ახლა დაჭერილი ვიქნებოდით" - თქვა ქალაქის მერმა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ოფიცერი და ის სამი ადამიანი, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, სამსახურიდან დაითხოვეს. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია და გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებენ.
ინციდენტის ადგილი მინეაპოლისში ფლოიდი შეიარაღებული არ იყო და გავრცელებული ცნობების თანახმად, ქუჩის კუთხეში მდებარე სასადილოში ყალბი ბანკნოტების გამოყენებაში იყო ეჭვმიტანილი. შემთხვევის ადგილიდან ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს და იმავე ღამით, საავადმყოფოში გარდაცვლილად გამოაცხადეს. დემონსტრანტების რაოდენობამ ბოლო დღეებში ათასებს მიაღწია და პოლიციის განყოფილების წინ, დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეციალური საშუალებებით აღჭურვილმა პოლიციელებმა, განყოფილების წინ ბარიკადი მოაწყვეს და ცრემლსადენი გაზით, კონტუზიური ხელყუმბარებითდა პლასტიკის ტყვიებით ბრბოს კონტროლს ცდილობდნენ. ტელევიზიის შვეულმფრენიდან გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს ათობით ადამიანი, რომელიც მაღაზია “ტარგეტს” ძარცვავდა. მათ მაღაზიიდან ტანსაცმელი და საქონლით სავსე ურიკები გამოჰქონდათ. დაბინდების შემდეგ, რამდენიმე იქვემდებარე ბიზნესში ხანძარმა იფეთქა. მოწმეებმა თქვეს, რომ მათ ცეცხლი წაუკიდეს. მედიის ცნობით, მცირე მოცულობის, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ერთ-ერთი პოლიციელის საცხოვრებელი სახლის წინაც გაიმართა.
საპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესში ძალადობრივი აქციები ქალაქ ლოს-ანჯელესშიც გაიმართა, სადაც ბრბომ ახლომდებარე გზატკეცილი გადაკეტა და კალიფორნიის საგზაო პატრულის მანქანებს თავს დაესხა. მინეაპოლისის პოლიციის ადგილობრივმა პროფკავშირმა თქვა, რომ ოფიცრები გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებულ მოკვლევასთან თანამშრომლობენ და “ნაჩქარევი დასკვნებისგან” თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ეს შემთხვევა ჰგავს 2014 წელს მომხდარ ინციდენტს, რამაც შეერთებულ შტატებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ქალაქ ნიუ-იორკში, უიარაღო შავკანიანი ერიკ გარნერი პოლიციელმა აკრძალული ხრჩობის ილეთის გამოიყენებით მოკლა. ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)