10:03 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 16:07:51, 1268 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე - ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ანტიკრიზისული ღონისძიებებია

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეველოპერული კომპანიებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირება საარჩევნო მოსყიდვასთან კავშირში არ არის.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს არის მიზნობრივი პაკეტი დეველოპერული სექტორისთვის.

„ძალიან საინტერესო არის ეს კითხვა იმ ნარატივთან შედარებით, რომელიც ოპონენტების მხრიდან გუშინ მოვისმინეთ პარლამენტში. ოპონენტები გვაბრალებდნენ რატომ არ დავურიგეთ თანხა უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს. ყველა ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით მიმართულია სექტორის და მოქალაქის საჭიროებაზე. ყველა მიზნობრივი პაკეტია და არ არის საარჩევნო მოსყიდვა. ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ეკონომიკის წინაშე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის თანახმად მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics