|
2020-05-28 14:06:03, 1149 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი სახელმწიფოს გადაცემულ ტყეებზე - პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ
პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ, თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს - ამის შესახებ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების განუცხადა, კითხვაზე - სჭირდება თუ არა ეკლესიას ტყე. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს. „ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი იქნება კარგი. მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ? როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს. სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)