10:03 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 18:36:27, 1173 ნახვა

კომენტარი
ირმა ნადირაშვილი - არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ

საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ იმ საანგარიშო წლებში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში - ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადარეიშვილმა განაცხადა.

მან ასევე მიმართა „ქართულ ოცნებას“, რომ ისინი ამ შემთვევაში ადმინისტრაციული რესურსით ვერ გავლენ ფონს და გვექნება ვითარება, როდესაც მათ მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეებიც კი არ მისცემენ ხმას.

“საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ იმ საანგარიშო წლებში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში, რაც მიუთებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში მიზანმიმართულად ზრდის საჯარო მოხელეების რიცხვს საკუთარი აქტივისტების, ოჯახის წევრების ხარჯზე, რომ შემდეგ ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებზე, როგორც ერთგული არმია, რომელიც მუდმივად „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას. ასეთ ვითარებაში ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან და საჭიროებენ სამსახურს, არ რჩებათ შანსი, რომ დასაქმდნენ საჯარო სექტორში და ეს სექტორი საკუთარი ოჯახის წევრებისთვის აქვს გამოყოფილი „ქართულ ოცნებას“. ალბათ კიდევ უნდა ველოდოთ საჯარო მოხელეების რიცხვის ზრდას ამ თვეებში, იმიტომ, რომ წინ კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს. მე მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ შემთვევაში ადმინისტრაციული რესურსით ნამდვილად ვერ გავლენ ფონს და გვექნება ვითარება, როდესაც მათ მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეებიც კი არ მისცემენ ხმას,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics