|
2020-05-27 14:30:37, 1733 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას - თქვენ ხართ ჯალათი, რაც არ უნდა ეცადოთ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ
გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს და მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ, - ასე მიმართა „ენმ"-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან 3 თვის გასვლის მიუხედავად, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია დახმარება სახელმწიფოსგან. „ბატონო გახარია. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 1 თეთრის დახმარებაც კი არ მიუღია. ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით. რატომ გათვალეთ თქვენი ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის 10%-ზე, მაშინ როდესაც 90% და უდიდესი ნაწილი სიღარიბეშია. რატომ თქვით უარი ჩვენს შემოთავაზებაზე, რომ 5000-მდე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნებულიყო სამშბლოში სრულიად უფასოდ. ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთი კრიზის დროს ღარიბაშვილი 100 ათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს. გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს ავეჯში, კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გათხრაში ხარჯავს 600 000 ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასსაც ვერ იღებენ. თავმომწონეთ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს და მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)