|
2020-05-25 15:59:19, 1816 ნახვა
კომენტარი
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი - ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა
„ძალიან ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდა პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი“, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, ალინა ნიკოგოსიანმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ განაცხადა. ნიკოგოსიანის თქმით, ისინი აფასებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი სკოლეგების მხარდაჭერას. „დიდად ვაფასებთ პანდემიის მუდმივ გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში ჩვენს ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენს ურთიერთობაში ჭარბობს თანამშრომლობა და არ არის საჭირო ხელოვნური კონკურენციის ნოტების შეტანა. სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით ჩვენ ვაყალიბებთ და გავაგრძელებთ ურთიერთობის განვითარებას ამ სფეროში. ძალიან ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი. ყველა ქვეყანა, პანდემიასთან ბრძოლაში ეყრდნობა გარკვეულ მექანიზმებს, რომლებიც ჩანერგილია ეროვნულ დონეზე. ამ მექანიზმების მიზეზი მდგომარეობს ცალკეული სიტუაციების თავისებურებანის გათვალისწინებით დასახული ამოცანების მაქსიმალურად ეფექტურ ამოხსნაში. ჩვენს ქართველ კოლეგებს ვუსურვებთ თანმინდევრულ წარმატებას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ ალინა ნიკოგოსიანმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ეჭქვეშ დააყენა. საპასუხოდ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)