|
2020-05-25 15:34:01, 1214 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი" მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც", რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე. „ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს" ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება „ვიზეირს", ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)