|
2020-05-23 20:43:09, 1187 ნახვა
კომენტარი
კიკნაველიძე - მოვუწოდებ მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ არგვეთაში მდებარე სასათბურე მეურნეობები მოინახულა. უმრავლესობის წევრმა, მეწარმეებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმასა და იმ შეღავათებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად დააწესა. "ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობასა და შეღავათთან დაკავშირებით, რომელთაც მათ ჩვენი ხელისუფლება აძლევს. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ თითოეული ფერმერის მოტივირება, რათა სახელმწიფოს მხარდაჭერა მეურნეობების განსავითარებლად მიმართონ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს. ვაწარმოოთ ჯანსაღი, ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)