|
2020-05-23 15:37:57, 1455 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძემ „ანას ბაღის მცველებს“ უსაქმურ ადამიანთა ჯგუფი უწოდა
თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა, დღეს "ანას ბაღთან" დაკავშირებით დაგეგმილ აქციას და განაცხადა, რომ „ანას ბაღის მცველები“ უსაქმურ ადამიანთა ჯგუფია. მისი თქმით, „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, “ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, “ანას ბაღი” კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება”, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველებისა“ და გარემოსდამცველთა ინიციატივით აქცია ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)