|
2020-05-23 13:12:10, 2046 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებს
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა - ამის შესახებ, არსენ ტორისიანმა arminfo.info-სთან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემის თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხემძღვანელმა ასევე საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიების სხვაობაზე ისაუბრა. „ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს. ამასთან, იტარებენ თუ არა კორონავირუსზე ტესტს მოქალაქეები, რომლებსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე, რადგან ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა. ტოროსიანი ასევე დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ და მათ ვინც სომხეთის საზღვარზე ისინჯება და სიმფტომები უფიქსირდებათ. „ჩვენთან ცალსახად მოიცავს. ამასთან, ჩვენ იმ შემთხვევების ცალკე სტატისტიკას ვაწარმოებთ, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილი სხვა მიზეზით მოხდა. გამჭვირვალობის ასეთი დონე სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ვიცი. საქართველოში, როდესაც დღეში ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ ცხადდება, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“, – განაცხადა ტოროსიანმა. შეგახსენებთ, სომხეთში ახალი კორონავირუსის 5928 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 2874 პაციენტი განიკურნა, 74 კი გარდაიცვალა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)