|
2020-05-22 17:15:16, 1283 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ტყის კოდექსზე - ეკლესიაზე, ანუ სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, არის ჩვენი ოპონენტების მთავარი მიმართულება
პრესსპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა „ტყის კოდექსის“ შესახებ მიმდინარე განცხადებებს და განაცხადა, რომ არც ისეთი დიდი რაოდენობის მიწის ფართობზე არაა საუბარი, რომ რაიმე დანაკარგი მიადგეს საზოგადოებას. მისი თქმით, ეკლესიაზე, ანუ სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, არის ჩვენი ოპონენტების მთავარი მიმართულება. „არც ისეთი რაოდენობის მიწაზეა საუბარი, რომ იყოს რაიმე დანაკლისი სოფლი მეურნეობისთვის, ან საზოგადოებისთვის. აქ აზრი მხოლოდ ერთადერთია, ეკლესიაზე, ანუ სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე, შეტევა არის ჩვენი ოპონენტების მთავარი მიმართულება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს მესამე მოსმენით პარლამენტმა დაამტკიცა „ტყის კოდექსი“, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას, მონასტრის მიმდებარე 20 ჰექტარი ტყის მასივის საკუთრებაში მიღება შეეძლება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)