|
2020-05-22 13:56:22, 1258 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საგანგებო ვითარების გაუქმება უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს
ის ფაქტი, რომ ეპიდემიის ეფექტიანად მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც გადაიხედება. „მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება ანაც განახლება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ჩვენ მაქსმალურად გვერდში ვუდგავართ მათ და იმ პრობლემების გადალახვაში ვეხმარებით, რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობასა და კრიზისთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება. ასვეე მინდა ვთქვა - ის აქტი, რომ ეპიდემიის ეფექტური მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას - თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ნებისმიერი გართულება ისევ დაგვაყენებს იმ საფრთხის და აუცილებლობის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს შეზღუდვების გარკვეული გამკაცრება. „ძალიან არ გვინდა ისევ დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს გამკაცრება, რადგან პირიქით ჩვენი ამოცანაა, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება. დაგეგმილი გვაქვს ტურისტების მასპინძლობა, შიდა ტურიზმის გახსნა და ნამდვილად არ გვინდა, რაიმე სახის შემზღუდავი ზომების კვლავ გამოყენება", - აღნიშნა ნათია თურნავამ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)