|
2020-05-22 12:37:16, 2054 ნახვა
კომენტარი
გოცირიძის განცხადებით, მთავრობას საწყალი კომენტარები აქვს და ყოველ წუთს უკან იხევენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ კანონპროექტის განხილვის დროს ოპოზიციის მხრიდან "პოლიტიკური მასკარადი" იხილა. გოცირიძის თქმით, მთავრობას საწყალი კომენტარები აქვს და ყოველ წუთს უკან იხევენ. "დღეს ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის სხდომაში, ვინაიდან როგორც იტყვიან, ამათ ჩვენი მტერი ენდო, შეიძლება ხვალ ან დღეს კვლავ შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილება. პარლამენტი ღებულობს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას მაინც არ არის მოხსნილი და იგი მაინც გასაჩივრებული იქნება. რაც შეეხება მთავრობის საწყალ კომენტარებს, ყოველ წუთს იხევენ უკან. განაცხადებენ ხოლმე რომ ქვეყანაშ ა არიან პოლიტპატიმრები და მეორე დღეს უწევს იმის მტკიცება, რომ პოლიტპატიმრები თურმე საპატიმროდან ჰუმანური მოსაზრებით და არა ხალხისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეგავლენით", - განაცხადა რომან გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გუშინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის განხილვასთან დაკავშირებული მოსაზრებები "პოლიტიკურ მასკარადს" ჰგავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)