|
2015-08-22 09:41:49, 1371 ნახვა
მსოფლიო
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ქუვეითური მედიაც ეხმაურება
ქუვეითის პრესა ფართოდ აშუქებს რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქუვეითში გამომავალი წამყვანი გამოცემები ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ გამოფენას ეხმიანებიან. „საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას პროცესების დარეგულირებაში და მოუწოდებს მთავრობებსა და გაერო-ს წევრ ქვეყნებს გააძლიერონ ძალისხმევა, რათა რუსეთის ფედერაციადაემორჩილოს მასზე საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალიწინებით დაკისრებულ ვალდებულებებს” - ნათქვამია გაზეთ Kuwait Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. უწყების ინფორმაციით, ომის წლისთავზე ასევე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიც არის: „Alanda”, „Alqabas”, „Al-Seyassah”, „Aljazira”, „Alrai” და „Alnahar”. ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ფოტო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ელჩმა პრეს-კონფერენცია მოიწვია. როლანდ ბერიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა 2008 წლის ომის, მისი მძიმე ჰუმანიტარულ-პოლიტიკური შედეგებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტული დარღვევების შესახებ, მათ შორის ხაზი გაესვა მოსკოვის მხრიდან წარმოებულ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული კვარტლური ანგარიშების (I და II კვარტლის) პრეზენტაცია.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)