17:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 14:38:52, 391 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ესტონეთში საქართველოს საელჩომ ღონისძიება გამართა

რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საჯარო ღონისძიება გაიმართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის კვარტალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.
უწყების ინფორმაციით,  თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებსა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკაზე. 
ღონისძიების ფარგლებში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა გაიმართა. 
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესტონეთის პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics