23:44 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 09:58:32, 1122 ნახვა

რეგიონი
სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომლის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.

ამჟამად ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ახალი შენობა აშენდება.  50 აღსაზრდელზე გათვალილი შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.  

პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა  სპორტულ და საბავშო მოედნის  კეთილმოწყობას,  ასევე  ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 - მდე  ოჯახი ცხოვრობს უკვე 25  წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს.  აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია  აფინანსებს.

საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს. პროექტის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics