08:50 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 17:36:53, 1219 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა

პრეზიდენტებმა საქართველოსა და ფინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და დისტანციური განათლების სისტემებზე ისაუბრეს, რადგან კრიზისულ ვითარებაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობა ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ კოლეგას ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოს და ფინეთს უფრო მჭიდრო  თანამშრომლობა სჭირდებათ.

საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ასევე იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც საქართველოში ლუგარის სახელობის ცენტრს უკავშირდება.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისი საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics