|
2020-05-13 15:54:12, 11506 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - „რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება. მისივე თქმით, ამ პროცესში მთავარი მკვლევარი ინფექციური საავადმყოფოს გარდა, კიდევ 6 კლინიკა იქნება. „„რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა მიმდინარეობს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი. 6 კლინიკაა ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში მთავარი მკვლევარი. ეს არის ის კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავდნენ კოვიდპაციენტებს. რამდენი პრეპარატი ჩამოვა ქვეყანაში ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი პაციენტი გვეყოლება ისეთი, რომელიც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში „რემდესივირი“ რეკომენდირებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა. ჩვენი მოლოდინით ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს და შესაბამისად, პროტოკოლის მიხედვით მოხდება მათი ჩართვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)