|
2020-05-12 16:48:11, 1303 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი არის უნივერსალური და ეხება, ფაქტობრივად, ეკონომიკის ყველა დარგს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს. ეს არის მნიშვნელოვანი სტიმულირების ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაცოცხლებისა და გაჯანსაღებისთვის. სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი, თუმცა სპეციფიკური. ფერმერული საქმიანობა თავის თავში მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, რაც დიდწილად უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, კლიმატს. შესაბამისად, სპეციფიკურია სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ და ფერმერების დახმარების პაკეტიც განსხვავდება, კომპლექსურია და მოიცავს საკრედიტო ინსტრუმენტებს, საგრანტო დახმარებას, მოიცავს პირადაპირ დახმარებას აგროდიზელის სახით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმოების ინსტრუმენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარების და ცოდნის კომპონენტი. როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესახებ. 2013 წელს, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტულ მიმართულებად. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეს იყო, პრაქტიკულად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის სოფლის მეურნეობისკენ და სოფლისკენ მიბრუნება სწორედ ამ სტიმულმა გამოიწვია. ამის შემდეგომ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია და ორიენტირებულია კერძო მეურნეობების განვითარებაზე. პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა სოფლის მეურნეობის კერძო სექტორის დახმარების სრულყოფილი პაკეტი, რომელიც გულისხმობდა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დახმარებას და ამას თანმიმდევრულად ვახორციელებდით წლების განმავლობაში. ეს თანმიმდევრულობის შედეგად, ჩვენ შარშან უპრეცედენტოდ მაღალი, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ. ჩვენ შევამცირეთ ასევე დეფიციტი, რომლიც გვქონდა აგროსასურსათო პროდუქტების ვაჭრობაში; დაახლოებით 900 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი გვქონდა 2012-2013 წლებში და ჩვენ ეს ბალანსი დაახლოებით 300 მლნ დოლარამდე დავიყვანეთ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში წლიდან-წლამდე იზრდებოდა ტურისტული ნაკადი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)