|
2020-05-11 20:44:57, 1385 ნახვა
კომენტარი
რიჟვაძე - სახელმწიფო და კერძო სექტორი ძალიან მალე დაუბრუნებს ტურიზმს მზარდ დინამიკას
დღეს აჭარას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესს, რომელიც ტურიზმიდან დაიწყება. ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აჭარაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს სტანდარტების შემუშავებას ტურიზმის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე, რაც აუცილებელია ტურისტული სეზონის უსაფრთხო წარმართვისთვის. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კრიზისის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მალე გახდება შესაძლებელი ტურიზმის სექტორმა დაიბრუნოს მზარდი დინამიკა. „კრიზისის პირველივე დღიდან ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრია ამოგვიდგა მხარში და გვქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა. უკვე ყველა ვხედავთ, რომ ზოგადად ამ ინფექციას, კრიზისს აქვს შესაბამისი შედეგები, თუმცა ეს გარკვეულწილად არის გამოწვევა და შესაძლებლობა. დარწმუნებულ ვარ, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობით ძალიან მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)