|
2020-05-11 14:51:03, 1254 ნახვა
კომენტარი
გახარია - ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ის დარგია, რომლის ბაზაზეც ვითარდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, რაც მისი გახსნის დროულობაზე მიგვანიშნებს
ტურზიმი იყო ერთერთი დარგი რომლის ბაზაზეც ვითარდებოდა საქართველოს ეკონომიკა, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მისი ამუშავება დავიწყოთ - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გირგი გახარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის სფერო ეტაპობრივად უნდა ავამუშაოთ, თუმცა საქართველო უნდა იყოს ერთერთი პირველი ევროპაში, რომელიც გახსნის ამ სფეროს. „საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მიმდინარე ანგარიშიც, სხვათაშორის, ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების ბაზაზე, სამწუხაროდ დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები“, - განაცხადა გაზარიამ. მან ასევე აღნშნა, რომ ერთერთი მნიშნელოვანი საკითი, ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით სასტუმროებია, რომლებიც საკარანტინე რეჟიმს გაეცნენ და საკმაოდ ღირებული გამოცდილება მიიღეს, რაც სამომავლოდ გამოადგებათ. „ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი და შემდეგ უკვე სასტუმრო. ყველა ის ეტაპია აუცილებელი, მინიმალური, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს დაცული, რათქმაუნდა ყველაზე მნიშნელოვანია სასტუმრო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვაც იყო, შეშფოთებებიც იყო და გაურკვევლობებიც, დღეს გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული კონკურენტული უპირატესობა. უბრალოდ, ბევრმა სასტუმრომ საქართველოში ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ყველა სასტუმრო ბიზნესიდან ხართ და გესმით, რომ იქ ბევრი პროცესია სასტუმროებში დამოუკიდებელი, დაწყებული კეიპინგით, ქლინინგით, ტრანსპორტირებითა და კიდევ ბევრი სხვა რამით დასრულებული. ყველგან საჭირო არის შესაბამის სტანდარტები, რომლებიც გინდათ, თუ არ გინდათ, იქ სადაც საკარანტინო ზონები იყო, მოგიწიათ და ასე, თუ ისე ისწავლეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რომ იცოდეთ, ამას ჩვენ ასე ვთქვათ, კარგი გაგებით ვაპიარებთ“, - განაცხადა პრემიერმა. მას ასევე, ხაზი გაუსვა, სასტუმროების გამოცდილების მნიშნელობას, რადგან მისი თქმით მსგავსი სახის პრაქტიკა მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს, რაც საქართველოს სასტუმროებს პრიორიტეტულს ხდის. „ვაპიარებთ იმ ნაწილში, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება ასე სისტემურად, პირველივე დღიდან არ აქვს, შემდგომ დაიწყო ბოლოპერიოდში ზოგიერთმა ამის გამოყენება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ამით ძალიან დაინტერესებულია. ჩვენ ახლა ინფორმაციას ვცვლით. თქვენ, საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში გაატარეთ 25 ათასზე მეტი ადამიანი, სერიოზული ციფრია და ამიტომ, ჩვენ ახლა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)