|
2020-05-11 14:43:05, 1184 ნახვა
კომენტარი
გახარია - გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, თუმცა ქვეყანა დაიწყებს ტურიზმის ფრთხილ, მაგრამ გახსნას
დღეს ბათუმში, 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რის პირობებშიც შეგვიძლია და ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ეტაპობრივად ტურიზმის ფრთხილ, მაგრამ გახსნას - ამის შესახებ, პრემიერმა გიროგი გახარიამ, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთერთი ძალზედ მნიშვნელოვანი დარგია, რომლის გახსნაზე და უსაფრთხო კორიდორების შექმნაზე ჩვენ მეზობლებთან და ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. „ბათუმში, 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და უნდა ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ, არ უდნა გაჩერდეს ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქვეყანა ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი. ახალ სამწუხარო პირობებში. ეს არის ჩვენი ვალდებულება ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. რა თქმა უნდა არ იქნება მარტივი,შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რის პირობებშიც შეგვიძლია და ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ნელ ნელა და ეტაპობრივად ტურიზმის ფრთხილ, მაგრამ გახსნას. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ რეგიონის მეზობლებთან და ახლო ევროპელ პარტნიორებთან რათა შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესშია, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ გავიმარჯვეთ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს პროცესი მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ არ გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება. ეს არის ერთერთი მთავარი მიზანი თქვენთან შეხვედრის, მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკის სხვა დარგიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ტურზიმი ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)