04:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 15:18:30, 1232 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე ელჩის გამოწვევაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი

ეს არის „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ მხრიდან უკრაინაში საქრთველოს ელჩის გამოწვევას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთის მხრივ წარმატებას ზეიმობს, მეორე მხრივ კი ელჩს კონსულტაციებზე იწვევს, რაც ერთმანეთთან შეუსაბამოა.

„ერთის მხრივ, თან იზეიმონ წარმატება და იმედზე რაც ხდება ამის კარგი მაგალითია ბატონი მდინარაძე, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ყავის მომდუღებლად ინიშნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მეორეს მხრივ, თუ საზეიმოდ აქვთ საქმე, თან გამოიწვიო ელჩი კონსულტაციებზე, ეს არის კლასიკური მაგალითი „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics